სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ქართველი გულშემატკივარი განსაკუთრებით მომთხოვნია, თითოეული ფეხბურთელი ვგრძნობთ მათ მხარდაჭერას” - გიორგი მამარდაშვილი

    “ქართველი გულშემატკივარი განსაკუთრებით მომთხოვნია, თითოეული ფეხბურთელი ვგრძნობთ მათ მხარდაჭერას” - გიორგი მამარდაშვილი
    1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა გადაცემაში “ნოესთან“ განაცხადა, რომ ქართველი გულშემატკივარი განსაკუთრებით მომთხოვნია. არ გაქვს უფლება რომ თამაში ჩააგდო, გამარჯვების წყურვილი აქვთ. თითოეული ფეხბურთელი გრძნობს მათ მხარდაჭერას

    მან იმედი გამოთქვა, რომ ქართული ფეხბურთის ამჟამინდელი თაობა დიდ საქმეს გააკეთებს, რაც ქართველ ხალხს გაახარებს.

    “როგორც ჩვენს გულშემატკივარს აქვს იმედი, ისე მაქვს მეც, რომ ეს თაობა რაღაც დიდს შევძლებთ და დიდ საქმეს გავაკეთებთ, რომელიც ქართველ ხალხს გაახარებს.

    როგორც მინდოდა, რომ ჩემი კარიერა დაწყებულიყო, ვთვლი, რომ რაღაც ეტაპი გამომივიდა. ჩემი აზრით, ნებისყოფა სპორტსმენის ცხოვრებაში ყველაზე გამორჩეული რამეა, ეს თუ გაქვს ბევრად წინ ხარ. ვალენსიაში რომ ჩამოვედი, ერთი წელი ქალაქი არ მქონდა ნანახი, სულ სახლი-ბაზა - ასე ვიყავი. ახლაც ძალიან ნაკლებად გავდივარ სადმე. ყველაზე რთულია წაგება, მაგრამ ფსიქოლოგიურად არ უნდა გატყდე, ფსიქოლოგიური მდგრადობა მთავარია“, - აღნიშნა მამარდაშვილმა.