სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ეს არის სხეულის ელექსირი, სავსეა ვიტამინებით, ძალიან ეხმარება მხედველობას, თავის ტვინის მუშაობას...“ - რომელ კენკრას მიირთმევენ ფეხბურთელები

    “ეს არის სხეულის ელექსირი, სავსეა ვიტამინებით, ძალიან ეხმარება მხედველობას, თავის ტვინის მუშაობას...“ - რომელ კენკრას მიირთმევენ ფეხბურთელები
    1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "იმედის" გადაცემაში საქართველოს ნაკრების შეფმა, კონსტანტინემ. ისაუბრა, თუ რას აჭმევს ნაკრების ფეხბურთელებს.

    "კვერცხი, შვრია, გოჯიბერი, მაწონი, ნუშის რძე, ჩირი, თხილი. კვარა მაგალითად, ომლეტს ჭამს ძალიან ბევრი სხვადასხვა ინგრედიენტით.(სოკოს გარეშე) გიჟდებიან მეგრულ სამზარეულოზე, როდესაც ხარჩო და ღომი გვაქვს ამაზე ტაციაობაა. ჩია ყველას უყვარს"- ამბობს შეფი კონსტანტინე.

    გოჯიბერზე კი, შეფი კონსტანტინე ამბობს, რომ ეს კენკა ძალიან სასარგებლოა და მას მგლის კენკრას უწოდებენ.

    “ეს არის სხეულის ელექსირი, სავსეა ვიტამინებით, ძალიან ეხმარება მხედველობას, თავის ტვინის მუშაობას, ასე­ვე ძა­ლი­ან კარ­გია კან­სა და კუნთს შო­რის წარ­მოქ­მნი­ლი ცხი­მე­ბის და­საშ­ლე­ლად, რაც ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია",- ამბობს შეფი კონსატნტინე.

    ჩანაწერებიდან ირკვევა, გოჯი ბერის სამკურნალო თვისებები პირველად ტიბეტელმა ბერებმა შენიშნეს. მონასტრის სიახლოვეს, რამდენიმე წყაროსთან იზრდებოდა ეს მცენარეები, თუმცა ჩიტების გარდა არავინ აგემოვნებდა, თუმცა მწიფე ნაყოფი წყაროში ცვიოდა და სვავდნენ რა ამ წყალს, ბერებმა აღმოაჩინეს მისი მრავალი სასარგებლო თვისება.

    მთის მონასტრიდან, თანდათან გოჯის გამდმორგვა, სულ უფლა დაბლა ხდებოდა, მალე იმპერატორის და ჩინეთის არისტოკრატიის ბაღებშიც გამოჩნდა. კულტურაზე მებაღეების არაერთი თაობა მუშაობდა, საუკუნეების მანძილზე ხდებოდა მისი სელექცია.

    2000 წლიდან, გოჯი ბერი და მისგან მიღებული პროდუქტები გავრცელდა განვითარებულ ქვეყნებში, როგორც ჯანსაღი საკვები და ალტერნატიული მედიცინის საშუალება.