სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ტაივანში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, 80-მდე ადამიანი გვირაბებშია ჩარჩენილი

    ტაივანში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, 80-მდე ადამიანი გვირაბებშია ჩარჩენილი
    1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    BCC- ის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტაივანის ხელისუფლება ადასტურებს, რომ კუნძულზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრით გამოწვეული ნგრევის გამო, 80-მდე ადამიანი გვირაბებშია ჩარჩენილი.

    გამოცემის ინფორმაციით, დადასტურდა სულ მცირე 9 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი. დაშავებულია 800-ზე მეტი ადამიანი. ამასთან, მაშველები ეძებენ 50 ადამიანს, რომლებიც მიწისძვრის დროს ეროვნული პარკისკენ მიემართებოდნენ.

    ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეს ყველაზე ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იყო ტაივანში ბოლო 25 წლის განმავლობაში.