სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: “უკეთესად ვერ დაბრუნდებოდა” - ვინ იქნება დათო გორგილაძის გადაცემის პირველი სტუმარი

    VIDEO: “უკეთესად ვერ დაბრუნდებოდა” - ვინ იქნება დათო გორგილაძის გადაცემის პირველი სტუმარი
    3 კვირის და 6 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დათო გორგილაძის გადაცემა “გოგრილაძის აუტანელი სიმსუბუქე” საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

    გადაცემა საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადიოდა და რამდენიმე თვის წინ დაიხურა, მას შემდეგ საზოგადოების მოთხვნა რომ ის აღდგენილიყო არ შეჩერებულა.

    როგორც შემდგომში გახდა ცნობილი, დათო საქიამონობას იუთუბზე განაგრძობს.

    “”გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” რომ ბრუნდება, უკვე გამცნეთ ეგ ამბავი.

    ვიღწვით და ვშრომობთ, არც გვეზარება და არც რა.

    ერთი ისაა, რომ თქვენი მხრიდანაც სჭირდება საქმეს ხელის წაკვრა. გადაცემას ხომ მხოლოდ ის არ აკეთებს, ვინც მასზე მუშაობს, არამედ ისიც, ვისთვისაც მუშაობს.

    დიდად წაადგება ამბავს, თუ Youtube-ზეც და

    Facebook-ის ახალ გვერდზეც გამოგვყვებით, აგვედევნებით… რაც გენებოთ ის დაარქვით, მთავარია შევხმატკბილდეთ. თითო-თითო subscribe-თი იმაზე ბევრს იზამთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

    ეს Youtube-ის ლინკია: https://www.youtube.com/@gorgiladzisautanelisimsubuke

    Facebook-ის გვერდის ლინკს კომენტარებში დაგახვედრებთ“
    - წერს დათო გორგილაძე.

    როგორც ირკვევა, 7 აპრილს, გადაცემის YouTube არხზე მაყურებელი „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქეში“ ადამიანების მენეჯმენტის ტრენერს, მენეჯმენტ კონსულტანტს, დავით გოგიჩაიშვილს იხილავს.

    ნახეთ გადაცემის ანონსი: