სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ყველაფერი ტყუილია, რაც სააკაშვილის გარშემო ვრცელდება” - თამარ ჩერგოლეიშვილი

    “ყველაფერი ტყუილია, რაც სააკაშვილის გარშემო ვრცელდება” - თამარ ჩერგოლეიშვილი
    3 კვირის და 6 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა გადაცემა “ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ სააკაშვილის მოწამლვლის არ სჯერა.

    შეგახსენებთ, რომ საზოგადოების ნაწილისა და ზოგიერთი პოლიტიკოსის აზრით მიხეილ სააკაშვილი მოწამლეს, თუმცა ამ ფაქტის შესახებ დამტკიცებული ინფორმაცია კვლავ არ არსებობს.

    “ყველაფერი სისულელეა, ყველაფერი ტყუილია, რაც სააკაშვილის გარშემო ვრცელდება, აბსოლუტურად ყველაფერი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არანაირი ნდობა არ არსებობს...“ - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.