სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ემიგრაციიდან დაბრუნებულმა კაცმა ცოლი მოტყუებით ტყეში წაიყვანა და ყელი გამოჭრა" - შუახევში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის დეტალები

    “ემიგრაციიდან დაბრუნებულმა კაცმა ცოლი მოტყუებით ტყეში წაიყვანა და ყელი გამოჭრა" - შუახევში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის დეტალები
    3 კვირის და 6 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კაც­მა ცოლი სას­ტი­კად მოკ­ლა. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, მა­მა­კაც­მა ქალს ცივი ია­რა­ღით ყელი გა­მოჭ­რა, რის გა­მოც, ქალი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. შემთხვევა შუახევის მუნიციპალიტეტში მოხდა.

    ცო­ლის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ მა­მა­კაც­მა სხე­ულ­ზე თვით­და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ყე­ნა, რის გა­მოც, კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. მისი მდგო­მა­რე­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

    მოკ­ლუ­ლი ქალი მე­ლა­ნო ქი­ზი­ნი­ძეა, ხოლო ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი რაულ დე­კა­ნა­ძე. მათ ორი შვი­ლი დარ­ჩათ, ერთ მე­ექ­ვსე კლა­სე­ლი, მე­ო­რე - მე­სა­მე კლა­სე­ლი.


    არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კაც­მა ცოლს ყელი ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე გა­მოჭ­რა და ხევ­ში გა­და­აგ­დო. 34 წლის მე­ლა­ნო ქი­ზი­ნა­ძე ქმარ­მა ტყე­ში მო­ტყუ­ე­ბით წა­იყ­ვა­ნა და უკაც­რი­ელ ად­გილ­ზე სას­ტი­კად გა­უს­წორ­და.

    ერთ-ერთი ვერ­სი­ით ქმარს ცო­ლის მკვლე­ლო­ბა წი­ნას­წარ ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი. რაულ დე­კა­ნა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში ცოტა ხნის წინ დაბ­რუნ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი "ტვ პირ­ველს" ეუბ­ნე­ბი­ან, რომ ის გერ­მა­ნი­ა­ში გემ­ზე მუ­შა­ობ­და.



    "ახლა ჩა­მო­ვი­და გერ­მა­ნი­ი­დან. მა­ნამ­დე კონ­ფლიქ­ტი თუ ჰქონ­და, ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცით. ორი შვი­ლი დარ­ჩათ. ამ­ბო­ბენ, რომ ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე მოკ­ლაო" - ჰყვე­ბი­ან ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

    ირ­კვე­ვა, რომ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ დე­კა­ნა­ძემ ძმას და­უ­რე­კა და და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ შე­ა­ტყო­ბი­ნა, ხოლო ძმამ მომ­ხდა­რი პო­ლი­ცი­ას აც­ნო­ბა. ბრალ­დე­ბულ მა­მა­კაცს 16-დან 20-წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.