სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ბევრი მომლოცველი ელის ამ დღეს... ზოგი საკაცით, ზოგი ეტლით...“- სად და როდის გამოაბრძანებენ სასწაულმოქმედ ხატს

    “ბევრი მომლოცველი ელის ამ დღეს... ზოგი საკაცით, ზოგი ეტლით...“- სად და როდის გამოაბრძანებენ სასწაულმოქმედ ხატს
    3 კვირის და 6 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    22 სექტემბერს მოვილოცე ღვთისმშობლის საკვირველთმოქმედი მსწრაფლშემსმენელი ხატი “დედოფალი", მოლოცვიდან ერთ თვეში შევიტყვეთ სასიხარულო ამბავი (7 წელი ველოდებოდით ამ სიხარულს).

    მთელი გულითა და სულით შევთხოვე მას ჩვენთვის ეჩუქებინა შვილი, და გამხდარიყავი ღირსი დედობისა. მადლობა თხოვნის შესრულებისთვის. დიდება უფალს და დედა ღვთისმშობელს.რწმენას დიდი ძალა აქვს...“

    “ღვთისმშობელო, გთხოვ, განკურნე ისეთებიც, ვინც თქვენ ვერ მოგეახლებათ, შეისმინე ჩვენი თხოვნა ჯანმრთელობა და მშვიდობა მოგვეცი ჩვენ, უღირს შვილებს!“ - წერენ საკვირველთმოქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატის „დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი” მომლოცველები სოციალურ ქსელში.

    “დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი” - ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი „დედოფალი“, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ უბანში, ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლშია დაბრძანებული.

    მას ორი ახალგაზრდა მცველი ჰყავს - რეჟისორი ზურაბ შიოშვილი და მუსიკოსი გიორგი ჭოლოკავა. ხატი აბსოლუტური ანალოგია ივერიონში დაბრძანებული დედა ხატის - ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, რომელსაც “პორტაიტისა“ ეწოდება.

    წმინდა დედოფლის ხატი, რომელსაც უამრავი სასწაული უკავშირდება, ასევე სასწაულებრივად თავად ირჩევს, სად მიბრძანდეს - იქნება ეს ტაძარი, თუ კონკრეტული ადგილი, რათა მორწმუნეებს მასთან მიახლების საშუალება მიეცეთ.

    ათონურ სიწმინდეთა ძალით შემოსილი ხატი - „დედოფალი“ უდიდესი სიყვარულითა და სითბოთი მოილოცა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ და „სიხარულის მომნიჭებელი“ უწოდა - ხატი საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელია.



    ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის მცველები ზურაბ შიოშვილი და გიორგი ჭოლოკავა, საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატის - „დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი" გამობრძანების შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში ავრცელებენ:

    „გააზიარეთ ეს სასიხარულო ინფორმაცია, რადგან უამრავი ადამიანი ელოდება ამ დღეს.

    დიდი მარხვის ჟამს, კიდევ ერთი დიდი დღესასწაული მოგიმზადეთ მამა გურამთან ერთად.

    14 აპრილს საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატი "დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი", გამობრძანებული იქნება ისნის რაიონში, მერვე ლეგიონის დასახლება, წულუკიძის ქუჩა წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში 12 საათიდან 17 საათამდე.

    ამჯერად ხატის გამობრძანებისას შესაძლებლობა გექნებათ, ანთებული კანდელიდან სნეულთა საკურნებლად, უსასყიდლოდ წაიღოთ კანდელის ზეთი, რომელიც უამრავი ადამიანის გადამრჩენელი გახდა დღევანდელ დღემდე (ზეთის წასაღებად იქონიეთ ახალი სამედიცინო შპრიცები, რითაც ამოვიღებთ ზეთს და გაგატანთ).

    ტაძარში იქნება ხატის ასლებიც, რომელნიც უდიდეს საკვირველებას ახდენენ აგერ უკვე მეათე წელია და თქვენს ოჯახებში უმეტესი თქვენგანი გრძნობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მანუგეშებელ თბილ ხელს.

    მათ ვისაც კვლავ გადაწყვეტილი გაქვთ თქვენ სახელზე კანდელში ენთოს ზეთი და თქვენი შესაწირი გავუნაწილოთ მრევლს, ზეთი შეგიძლიათ პირდაპირ მოიტანოთ ჩვენთან, ხატის გამობრძანების დღეს.

    როგორც ყოველთვის, ახლაც დაიძვრება მთელი საქართველო, უამრავი ადამიანი ჩამოვა რეგიონიდან, როგორც უკვე გინახავთ, მოჰყავთ სნეულები კლინიკებიდანაც ზოგი საკაცით, ზოგი ეტლით, მაგრამ როგორც უკვე იცით, არავინ დარჩებით ისე, ვინც ხატს ვერ მოილოცავთ შესაბამისად, ტრადიციისამებრ დავიცვათ სიმშვიდე და რიგში დგომის დრო გამოვიყენოთ ლოცვისთვის.

    აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა არავინ დარჩეს გულდაწყვეტილი. მუდამ ბევრი მომლოცველი ელის ამ დღეს და განსაკუთრებულად ისინი, ვისაც სნეული ჰყავთ და მძიმე განსაცდელის წინაშე დგანან დღეს.

    ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მოგმადლოთ სიყვარული და მშვიდობა.

    მცველნი საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატისა “დედოფალისა - სიხარულის მომნიჭებელისა" - გიორგი და ზურაბი“ - წერენ ხატის მცველები.