სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • დაუჯერებელი სასწაული, რომელიც ახალციხეში ხდება - „ამ გასაღებს პირში ვავლებ და ბავშვები ლაპარაკს იწყებენ...“

    დაუჯერებელი სასწაული, რომელიც ახალციხეში ხდება - „ამ გასაღებს პირში ვავლებ და ბავშვები ლაპარაკს იწყებენ...“
    3 კვირის და 5 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ცნობილი ხდება საოცარი სასწული შესახებ, რომლის დაჯერებაც ბევრს გაუჭირდება.

    აი რა ხდება ივლიტას ტაძრში, რომელიც ახალციხეში მდებარეობს.

    ტაძარში ერთი გასაღებია, რომელიც ბავშვებს ლაპარაკს აწყებინებს:

    „ივლიტის ეკლესიის ბარძიმი, მრავალი წელი ყუთში ინახებოდა, რომელიც გასაღებით იკეტებოდა. ყუთი 1989 წლის აგვისტოში, ბარძიმთან და ტაძრის ხატებთან ერთად მოიპარეს. გასაღები კი დარჩათ, რადგან სხვაგან ინახებოდა. 74 წლის ვარ და ბავშვობიდან ვიცი გასაღების შესახებ. მამაჩემიც და დედაჩემიც მიყვებოდნენ, რომ ბარძიმის ყუთის გასაღებით იმ ბავშვებს, ვისაც სმენა ჰქონდათ, მაგრამ ვერ ლაპარაკობდნენ, პირში ავლებდნენ, რომლებიც შემდეგ ლაპარაკს სწრაფად სწავლობდნენ“, – ამბობს ის.

    მისივე თქმით, ივლიტის ეკლესიის კუთვნილი გასაღების შესახებ ტარდიცია ხალხურია და მას რელიგიური სარიტუალო დანიშნულება არ აქვს, ამიტომ ოჯახის წევრების მიერ აქ მოყვანილ ბავშვებს, ვისაც ლაპარაკის დაწყება უჭირს, გასაღებს თავად ავლებს.

    „სმენა თუ აქვს ბავშვს, მოჰყავთ სამჯერ, მერე ამ გასაღებს პირში სამჯერ ვავლებ, ენის ქვეშ, იქამდე კი ნაკურთხ წყალში ვდებ. მამაო ჩვენო ისეც ყველამ ყოველდღე უნდა წაიკითხოს და ბავშვებსაც ვუკითხავთ ხოლმე ამ დროს. ხანდახან, როცა უნდათ ხოლმე, სახლში ნაკურთხ წყალსაც ვატან. სამჯერ მოჰყავთ ხოლმე და ჯერ უკმაყოფილო არავინ ყოფილა. ყველა ბავშვმა დაიწყო საუბარი. ამ დროს ბავშვიც მშვიდდება, როცა ლაპარაკს იწყებს“

    ტაძრის მცველი, ვახტანგ ვარდიძის თქმით, ეკლესიის ბარძიმი, მრავალი წელი ყუთში ინახებოდა, რომელიც გასაღებით იკეტებოდა. ყუთი 1989 წლის აგვისტოში, ბარძიმთან და ტაძრის ხატებთან ერთად მოიპარეს. გასაღები კი დარჩათ, რადგან სხვაგან ინახებოდა.

    როგორც ის ამბობს, ეს გასაღბი მოქმედებს ბავშვებზე, რომელთაც სმენა აქვთ და მხოლოდ მეტყველებაზე აქვთ პრობლემა.