სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ის ჩემი შვილის მამა იყო, როგორ მოვკლავდი…” - ქალი, რომელიც ქმრის მკვლელობისთვის ბრალდებულია მომხდარში საკუთარ ძმას ადანაშაულებს

    “ის ჩემი შვილის მამა იყო, როგორ მოვკლავდი…” - ქალი, რომელიც ქმრის მკვლელობისთვის ბრალდებულია მომხდარში საკუთარ ძმას ადანაშაულებს
    1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სამტრედიაში მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. პროკურორის თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებდა, რომ დანაშაული 29 წლის ქალმა ჩაიდინა.

    სხდომას თავად ბრალდებული ნატო ხელაძეც ესწრებოდა. მისი თქმით, დანაშაული მას არ ჩაუდენია და მისი მეუღლე მისმა ძმამ მოკლა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან წავიდა. ბრალდებულის თქმით, მან თავად დარეკა 112-ში და დახმარება ითხოვა.

    "ის ჩემი შვი­ლის მამა იყო, როგორ მოვკლავდი...“ - თქვა ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე.

    დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, რადგან არც მიმალვის და არც მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არ არსებობდა. დაცვის მხარე საქმის გასაჩივრებას აპირებს. მომდევნო პროცესი 30 მაისს დაინიშნა.