3 აგვისტოს, გრაცის "შტურმი" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში კიევის "დინამოს" დაუპირისპირდება, თუმცა ამ მატჩში ოთარ კიტეიშვილი არ იქნება.
არსებული ინფორმაციით, ქართველი ნახევარმცველი კვლავაც ტრავმირებულია.
მან ტრავმის გამო თითქმის წელიწადი გამოტოვა და რთული სათქმელია, როდის იქნება მზად.
სამწუხაროდ, ოთარს აქილევსის მყესის პრობლემა აქვს და ასეთ დროს მოთამაშის 100 პროცენტით დატვირთვა არ შეიძლება.