სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • დენი ისევ გაითიშება - “ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

    დენი ისევ გაითიშება - “ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
    1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება “ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

    კომპანიის ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 აპრილს 08:00-დან 20:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: მუხრანი, ქანდა, ციხისძირი, აღაიანი და მიმდებარე სოფლებში;

    მათივე ცნობით, 7 აპრილს 08:00-დან 20:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: მუხრანი, ქანდა, ციხისძირი, აღაიანი და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 8 აპრილს 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: საგურამო, ბიწმენდი, ჯიღაურა, ჭოპორტი, გალავანი და მიმდებარე სოფლებში; 18:00-დან 21:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ახალუბანი, სელექცია, მისაქციელი და მიმდებარე სოფლებში.

    სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.