სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სასაზღვრო პოლიციის სერჟანტი გარდაიცვალა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

    სასაზღვრო პოლიციის სერჟანტი გარდაიცვალა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს
    1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    შინაგან საქმეთა სამინისტრო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის - 1989 წელს დაბადებულ ვალერი გედელიანის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

    სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო პოლიციის სერჟანტი ვალერი გედელიანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე, ცვლაში ყოფნის დროს გარდაიცვალა.

    მათი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გამოძიებას სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალერი გედელიანის გარდაცვალების გამო, გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს თანაუგრძნობს.