სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სამტრედიაში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს, ბრალი გადაუკვალიფიცირდა - რას წერს ადვოკატი სამართალი

    სამტრედიაში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს, ბრალი გადაუკვალიფიცირდა - რას წერს ადვოკატი სამართალი
    1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე სამტრედიაში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალზე უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.

    “ძალიან კარგი ამბავი! ქალი, რომელიც დააკავეს (სამტრედიაში) ქმრის მკვლელობის ბრალდებით და ბრალი წარედგინა სსკ - ის 109- ე მუხლით, მოეხსნა მძიმე ბრალდება და ბრალი დაუზუსტეს სსკ 370- ე მუხლით, რაც ცრუ ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. სხვა დეტალებს მოგბიანებით გაცნობებთ!“, - წერს ადვოკატი.

    შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა სამტრედიაში, მეუღლის მკვლელობის ბრალდებით 29 წლის ქალი დააკავეს.

    უწყების ცნობით, დაკავებულმა ქალმა ქმარი ყოფით ნიადაგზე არსებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.