სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ქალი თოკით არის გაგუდული...“ - ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

    “ქალი თოკით არის გაგუდული...“ - ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
    3 კვირის და 5 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის შესახებ, “პრაიმტაიმისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ახალი ინფორმაციით, თავდამსხმელებმა აფხაზეთიდან დევნილი ჯიმშელიების დაყაჩაღება გამთენიისას სცადეს.

    მეზობელი მამაკაცი ჰყვება, რომ მზია მიქაია თავდამსხმელებმა თოკით გაგუდეს, კაცს კი დანა ჩაარტყეს.
    სავარაუდოდ, ფაქტი შუაღამეს მოხდა, რადგან მშობლებს დღის პირველ საათზე ქალიშვილმა მოაკითხა და კარი არავინ გაუღო. რის შემდეგ შვილმა დახმარება მშობლებს სთხოვა.

    მეზობლის თქმით, შემთხვევის დროს ცოლ-ქმარს ეძინათ, სახლში უცნობი პირების შეჭრის შემდეგ კი ხმაურზე გაეღვიძათ და თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

    წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი მოკლეს ცოლი, ქმარი კი დაჭრილია და საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა. ტარიელ ჯიმშელია მართვით სუნთქვაზეა.

    მეზობელი მამაკაცი ადასტურებს, რომ ცოლ-ქმარი რამდენიმე თვის წინ მოსკოვიდან ჩამოვიდა და სავარაუდოდ, თავდამსხმელებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ისინი სახლში ძვირფასეულობას და ფულს ინახავდნენ. მათი ვაჟი ბადრი ჯიმშელია მოსკოვში ბინის გაყიდვის შემდეგ კანადაში ახლახან ჩავიდა.

    ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ბარამიას ქუჩის მეცხრე კორპუსის მეშვიდე სართულზე,პოლიციელები თავდამსხმელებს ეძებენ. ადგილზე იმყოფებიან კინოლოგებიც. ქალის ცხედარი ჯერჯერობით პროზექტურაში არ გადაუსვენებიათ.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

    წყარო: primetime.ge