სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რუსებმა ხარკოვი დაბომბეს - არის მსხვერპლი

    რუსებმა ხარკოვი დაბომბეს - არის მსხვერპლი
    3 კვირის და 5 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

    როგორც ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი ამბობს, რუსული თავდასხმის შედეგად დაზიანდა, სულ მცირე, 9 მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, 3 საერთო საცხოვრებელი, რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა, ბენზინგასამართი სადგური, მაღაზია და ავტომობილი.

    "ხარკოვის მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული თავდასხმა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა," - ამბობს ხარკოვის მერი.