სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ჩვენ სიმართლეს ყველა ადამიანამდე მივიტანთ, მათ პირობა დაარღვიეს”- მამუკა მდინარაძე

    “ჩვენ სიმართლეს ყველა ადამიანამდე მივიტანთ, მათ პირობა დაარღვიეს”- მამუკა მდინარაძე
    3 კვირის და 4 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, “გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი სიმართლეს ყველა ადამიანამდე მიიტანს. მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ხელისუფლების პირობა იყო კანონს არ დაბრუნებოდა იმ შემთხვევაში, თუ არასამთავრობოები ფინანსების გამჭვირვალობას უზრუნველყოფდნენ, თუმცა, ისინი საპირისპიროდ მოიქცნენ.

    ყველა ადამიანამდე მივიტანთ სიმართლეს. იმ სიმართლესაც, რომ ჩვენ პირობა გვქონდა, რომ კანონს არ დავაბრუნებდით, მათ პირობა ჰქონდათ, არათუ პირობა, ფაქტობრივ მოცემულობად ასაღებდნენ იმას, რომ გამჭვირვალეა. სად არის გამჭვირვალობა? რამდენი მაგალითი დავასახელეთ, რომ პირიქით, გაუმჭვირვალეა და შავი ფულია. ისინი იძახიან დღეს, რომ შავი ფული შემოვიდეს დასავლეთიდან. არსაიდან არ უნდა შემოვიდეს, ფული უნდა იყოს ყველა მხრიდან გამჭვირვალე და ხალხიც დაინახავს რა ფული, როგორი, რა მიზნობრიობით, საიდან შემოდის.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.