სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ხმა არ მქონდა... ზოგი ფიქრობდა, რომ ნასვამი ვიყავი...“ - ბუდუს ემოციები საქართველოს ევროპაზე გასვლის შემდეგ

    „ხმა არ მქონდა... ზოგი ფიქრობდა, რომ ნასვამი ვიყავი...“ - ბუდუს ემოციები საქართველოს ევროპაზე გასვლის შემდეგ
    3 კვირის და 4 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის და საბერძნეთთან 4:2 მოგების შემდეგ ბუდუ ზივზივაძე სცენაზე ცეკვავდა და ფანებთან ერთად აღნ იშნავდა ისტორიულ გამარჯვებას.

    „ეს ფოტო ჩემს ცეკვაზეა, დიდებული გამარჯვების შემდეგ. ძალიან ემოციური ვიყავი, უამრავი ადამიანის წინაშე ვიდექი. მინდა ვთქვა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში არ ვყოფილვარ, რადგან ზოგი ფიქრობდა, რომ ნასვამი ვიყავი, მაგრამ ასე არ იყო. ეს დღე ძალიან ემოციური იყო, ძალიან ბედნიერი ვიყავი და სწორედ ამიტომ დავიწყე ცეკვა. მინდოდა, ემოციები ხალხთან ერთად გამეზიარებინა.

    ახლა, როცა ამ ვიდეოს ვუყურებ, სახალისოა, რადგან ვფიქრობ, რომ ეს მე არ ვარ. ხმა არ მქონდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ქვეყნისთვის დიდ მიზანს მივაღწიეთ“ - თქვა მან ინტერვიუში.