სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მოძღვარი გვასწავლის როგორ უნდა გადავიწეროთ პირჯვარი სწორად და რამდენი სანთელი უნდა დავანთოთ

    მოძღვარი გვასწავლის როგორ უნდა გადავიწეროთ პირჯვარი სწორად და რამდენი სანთელი უნდა დავანთოთ
    3 კვირის და 4 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ""ხელი მხრებთან კი არ მიაქვთ, არამედ სადაც მოხვდებათ, იქ იდებენ" პირჯვრის გადასახვა და სანთლის ანთება ნებისმიერი მართლმადიდებლის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. თუმცა ხშირად ადამიანები პირჯვარს შეცდომით ისახავენ - ხელი მხრებთან კი არ მიაქვთ, არამედ სადაც მოხვდებათ, იქ იდებენ. სანთლის ანთების დროს ზოგს ჰგონია, რომ წყვილი უნდა დაანთოს, ზოგს კენტი რაოდენობა ჰგონია სწორი. შეიძლება ეს ყველაფერი წვრილმანად და უმნიშვნელოდ მოგვეჩვენოთ, თუმცა ამ ყველაფერს თავისი წესი აქვს, რომელსაც სწორად შესრულება უნდა."

    ამბობს მონაზონი ანდრია (სარია)

    "წმინდა მამათა განმარტებებით, პირჯვრისწერა აღნიშნავს ჯვარცმული ქრისტეს და წმიდა სამების აღიარებას. გონება, გული და სხეულებრივი გრძნობა იწმინდება პირჯვრის გამოსახვით, ადამიანი შინაგანი რწმენით გამოქარგავს გარეგანს.

    ეკლესიის მამებმა ჩამოაყალიბეს მართებული სახე, თუ როგორ უნდა ვიწერდეთ პირჯვარს, ღმერთს რა სახით მივმართოთ და ა.შ. ქრისტიანი ამ ყოველივეს სწავლობს. არასწორად აღსრულება უცოდინრობით უნებლიე შეცდომაა და გამოსწორდება, მაგრამ შეგნებული ცდომილება სხვა რელიგიასთან ან კონფესიასთან "დაგვაახლოვებს". უფალი გულს ხედავს და იწირავს, თუმცა გარეგნული ფორმა აუცილებელია. დამახინჯებული ქმედება არასდროს არ მიეთევლება ადამიანს შესრულებაში.

    გამოვხატავთ უფლისადმი რწმენასა და იმედს. თავისთავად ხელის წყობა ვერაფერს იზამს, თუ მას გულმხურვალე რწმენა არ ახლავს. გულმოდგინებით გამოვწეროთ იგი სახლზე, კედლებზე, სარკმელზე, შუბლზე და გონებაზე, რადგანაც ის არის ნიშანი ჩვენი ზოგადი ხსნისა და განთავისუფლებისა, აგრეთვე უფლისმიერი გულკეთილობისა... ასე რომ, რაჟამს პირჯვარს იწერ, გაიაზრე ჯვრის არსი, დაშრიტე შენში სიფიცხე და ყველა სხვა ვნება. რაჟამს პირჯვარს იწერ, ფრიადი მხნეობით აღივსე შუბლი და გაათავისუფლე სული. თუკი ამგვარად გარდაისახავ მას შენს პირისახეზე, ვერავითარი უწმინდური ეშმაკი ვერ შეძლებს შენს ახლოს დგომას, რადგანაც იხილავს იგი (ეშმაკი) მახვილს, რომელიც განგმირავს მას, იხილავს ხანჯალს, რომელიც სასიკვდილოდ დაჭრის". უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი ნაბიჯი დავბეჭდოთ ჯვრით. რწმენის არ უნდა შეგვრცხვეს, სირცხვილი ეშმაკისადმი მსახურება იქნება. ადამიანს საკუთარი თავის დაცვა ნებისმიერ ფასად ევალება: ,,ნებისმიერ ფასში" - იგულისხმება სიწმინდით აღჭურვა… ჩვენი საჭურველი კი ჯვარია.

    შინაგანად რისი სურვილიც გვაქვს, ის უნდა შევთხოვოთ უფალს და ამისთვის შესაძლოა 1 ცალი სანთელიც გვეყოს, რაოდენობა არ განსაზღვრავს სულიერ ხარისხს. სანთელი ერთგვარი ძღვენია უფლისადმი შეწირული, ამით გამოვხატავთ ჩვენი ლოცვისადმი მხურვალებას და გულანთებულობას."