სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „პენალტის დარტყმისას დიდ წნეხს ვგრძნობდი, მაგრამ ამისთვის მზად ვიყავი“ -ზურიკო დავითაშვილის ემოციური კომენტარი

    „პენალტის დარტყმისას დიდ წნეხს ვგრძნობდი, მაგრამ ამისთვის მზად ვიყავი“ -ზურიკო დავითაშვილის ემოციური კომენტარი
    3 კვირის და 5 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველო-საბერძნეთის მატჩი 26 მარტს ისტორიული გამარჯვებით დასრულდა!

    საქართველომ საბერძნეთს 4-0 მოუგო!

    საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს. ეროვნულმა გუნდმა ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება.

    ამ ისტორიულ გამარჯვებას საოცარი პოზიტივი და უდიდესი ემოციები მოჰყვა ჩვენი ბიჭებისგან და სრულიად საქართველოსგან.

    ნახეთ მისი ემოციური კომენტარი:

    „ეს იყო ძალიან ლამაზი დღეები. ჩვენ შევქმენით საქართველოს ახალი ისტორია. ვიმედოვნებ, რომ კარიერაში ნაკრებსა და „ბორდოსთან“ ერთად მსგავსი მომენტების განცდის შესაძლებლობა კიდევ არაერთხელ მექნება. როცა პენალტის დასარტყმელად კარს მივუახლოვდი, დარტყმამდე დიდ წნეხს ვგრძნობდი, მაგრამ ამისთვის მზად ვიყავი და საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა.

    რაც შეეხება „ბორდოს“, მიზანი კვლავ ლიგა 1-ში დაწინაურებაა. საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ, თუნდაც ეს ძალიან რთული ამოცანა იყოს. რაც შეეხება ჩემს მომავალს, „ბორდოსთან“ კონტრაქტი მაკავშირებს და სანამ აქ ვთამაშობ, გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს ვიღონებ“