სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სიახლე, რომელიც ყველა მძღოლმა უნდა იცოდეს - ავტომობილების მინების დამუქების წესი შეიცვალა

    სიახლე, რომელიც ყველა მძღოლმა უნდა იცოდეს - ავტომობილების მინების დამუქების წესი შეიცვალა
    3 კვირის და 4 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    26 მარტს გამოშვებული შესაბამისი ბრძანების შედეგად ავტომობილების მინის დაბურვის წესი შეიცვალა.

    აი რა უნდა იცოდეს ყველა მძღოლმა:

    დასაშვებია დამუქებული მინები – ავტოსატრანსპორტო საშუალების მინების შუქგამტარობის შემცირება წინა გვერდითა მინებზე 40%-ზე მეტი ოდენობით, მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებზე 75%-ზე მეტი ოდენობით, ხოლო წინა საქარე მინაზე 30%-ზე მეტი ოდენობით, ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის (მწარმოებლის) მიერ;“.

    სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობას

    1. საქართველოს ტერიტორიაზე იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის მინების შუქგამტარობის შემცირება არ აღემატება წინა გვერდითა მინებზე 40%-ს, ხოლო მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებზე – 75%-ს, არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობას.

    2. სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე შუქგამტარობის შემცირება აკრძალულია, გარდა ამ მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

    3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობას არ საჭიროებს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის წინა საქარე მინაზე შუქგამტარობა შემცირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის (მწარმოებლის) მიერ და შუქგამტარობის შემცირება არ აღემატება 30%-ს.“.