მომღერალი, მამუკა ონაშვილი ავარიაში მოყვა და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემით კლინიკაშია მოთავსებული.
ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ მოხდა. ნატახტართან ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად 3 დაშავდა, 1 კი გარდაიცვალა.
ონაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ასევე, ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, რადგან შიდა ორგანოები ჰქონდა დაზიანებული. ამ ეტაპზე მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს.