სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რამ გამოიწვია აფეთქება თბილისის სასროლეთში

    რამ გამოიწვია აფეთქება თბილისის სასროლეთში
    3 კვირის და 4 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე, სადაც ცოტა ხნის წინ, აფეთქება მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

    ოფიციალური ინფორმაციით, “ბეთლგრაუნდის" სასროლეთში აფეთქების შედეგად, დაიღუპა 2 და დაშავდა 4 ადამიანი. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

    რამ გამოიწვია აფეთქება - ოფიციალური ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა, თუმცა რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. ერთ-ერთი ვერსიით, ძლიერი აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, მეორე ვერსიით კი, უბედური შემთხვევა დენთის აფეთქების გამო მოხდა.

    ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ეკიპაჟები, ექსპერტ-კრიმინალისტები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები ამ დრომდე რჩებიან. აფეთქების გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.