სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ჩვენ ვეძებთ გზებს, დავიცვათ ხარკოვის ცა, ახლა “პატრიოტების“ ადგილი სწორედ უკრაინაშია” - ზელენსკი

    “ჩვენ ვეძებთ გზებს, დავიცვათ ხარკოვის ცა, ახლა “პატრიოტების“ ადგილი სწორედ უკრაინაშია” - ზელენსკი
    3 კვირის და 3 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უკრაინა ეძებს გზებს, ხარკოვის ცა უფრო მეტად დაიცვას და პარტნიორებს მოუწოდებს, უკრაინას საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა გადასცენ - ამის შესახებ ზელენსკი საუბრობს.

    “ჩვენ ვეძებთ შესაძლებლობებს, რომ ხარკოვის საჰაერო სივრცე მეტად დავიცვათ - ეს არის როგორც უკრაინის სამხედროების, ისე ყველა დიპლომატის ამოცანა, თითოეული მათგანის, ვინც საერთაშორისო კომუნიკაციაზეა პასუხისმგებელი, მათ შორის პარტნიორებთან ყოველდღიური დიალოგის მხრივ.

    აშკარაა, რომ საჰაერო თავდაცვის ტექნიკა, რომელიც უკრაინაში გვაქვს, საკმარისი არ არის. ეს ყველა ჩვენი პარტნიორისთვის ნათელია. მსოფლიომ საბოლოოდ უნდა გაიგოს ის ტკივილი, რომელსაც რუსი ტერორისტები ხარკოვს, კუპიანსკს, დონეცკის ოლქის ქალაქებს, ზაპოროჟიეს, სუმის რეგიონსა და ბევრ სხვა უკრაინულ დასახლებას აყენებენ...

    მსოფლიოში არის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც დახმარება შეუძლია. საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება, რომ ეს სისტემები უკრაინას გადაეცეს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

    ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ „ახლა „პატრიოტების“ ადგილი სწორედ უკრაინაშია, რათა შემდგომში მათი გამოყენება ნატოს მთელ აღმოსავლეთ ფლანგზე საჭირო არ გახდეს“.