პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, რომ 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის მომენტში ბრალდებულისა და მოკლული კუკავას გარდა, შემთხვევის ადგილზე კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, თუმცა მისი ვინაობა არ დაასახელა.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ეს იყო იუბილარის და, საქმის ოქროს მოწმე და ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი. ის თანამშრომლობს გამოძიებასთან და შესაბამისი ჩვენება უკვე მიცემული აქვს.