სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დრონის აფეთქებამ სადგურის მთავარი ბირთვული რეაქტორი დააზიანა

    ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დრონის აფეთქებამ სადგურის მთავარი ბირთვული რეაქტორი დააზიანა
    3 კვირის და 3 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დირექტორმა რაფაელ გროსიმ კვირას განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორის დამცავი გარსის ძირითად კონსტრუქციაზე სულ მცირე სამი პირდაპირი მოხვედრა იყო.

    მანამდე IAEA-ს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დრონი აფეთქდა. მას არ დაუკონკრეტებია რომელი მხარის იყო ის.

    შეტევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, დაზიანდა მე-6 ენერგობლოკი. IAEA აცხადებს, რომ ეს საფრთხეს არ უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას, მაგრამ ასეთმა ინციდენტებმა შეიძლება გამოიწვიოს რეაქტორის შემაკავებელი სისტემის მთლიანობის დარღვევა.

    "ასეთი დაუფიქრებელი თავდასხმები მნიშვნელოვნად ზრდის ბირთვული ავარიის რისკს და დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს", - განაცხადა გროსიმ.