სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება” - კობახიძე

    “თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება” - კობახიძე
    3 კვირის და 3 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება.

    "თბილისში აშენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი. დღევანდელი აეროპორტის გამტარუნარიანობა არის დაახლოებით 4-4.5 მილიონი მგზავრი. იცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი დინამიკა ტურიზმის სფეროში, მოსალოდნელია მომავალშიც ვიზიტორების სწრაფი და თანმიმდევრული ზრდა, რასაც ფეხი უნდა აუწყოს ბუნებრივია ინფრასტრუქტურამ,"- განაცხადა კობახიძემ.