სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ჩემს თვალწინ მოხდა ავარია, დასისხლიანებული პატარა ბიჭი დაკუჭული მანქანის ფანჯრიდან გადმოვიყვანე“ – რას წერს ანდრია გველესიანი

    “ჩემს თვალწინ მოხდა ავარია, დასისხლიანებული პატარა ბიჭი დაკუჭული მანქანის ფანჯრიდან გადმოვიყვანე“ – რას წერს ანდრია გველესიანი
    3 კვირის და 3 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მომღერალი და მსახიობი, ანდრია გველესიანი, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

    როგორც ირკვევა ანდრია მძიმე ავარიას შეესწრო.

    “ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა..

    საშინელი დღე მქონდა, რა არ გადამხდენია და რას არ შევსწრებივარ , თუმცა დღეს ჩემს თვალწინ მოხდა ავარია და მთელი ოჯახი დაშავდა ერთ-ერთ მანქანაში.

    ჩემი ხელით გადმოვიყვანე დასისხლიანებული პატარა ბიჭი დაკუჭული მანქანის ფანჯრიდან.

    მადლობა ღმერთს რომ ყველანი გადარჩნენ და ცოცხლები არიან.

    უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ არ ვიცით როდის რა საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით ამიტომ 1000 ჯერ უფრო მეტად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ერთმანეთის სიცოცხლეს. რეალურად ჩვენ ხომ ერთმანეთისთვის ვცხოვრობთ.. ადამიანები!“,
    – წერს ანდრია გველესიანი.