ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში ხელჩართული ჩხუბი მოხდა.
მიზეზად გუდაურში დატრიალებული ტრაგედია გახდა. შეგახსენებთ, რომ 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
როგორც "პრაიმ ტაიმი" იუწყება, 2 სხვადასხვა სუფრის წევრი ერთმანეთს რესტორანში გაჟღერებული სიმღერის გამო დაუპირისპირა. ერთ მხარეს სურდა, მუსიკის თანხლებით ვახშმობა, რაც მეორე მხარისთვის მიუღებელი აღმოჩნდა მუსიკის ჩართვა იმ დროს, როცა საქართველო ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილებს გლოვობდა.
ეს ფიზიკური დაპირისპირებაც სწორედ ამან გამოიწვია.