სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რამ შეიძლება ბავშვებში თავის ტკივილი გამოიწვიოს - ინგა მამუჩიშვილის განმარტება

    რამ შეიძლება ბავშვებში თავის ტკივილი გამოიწვიოს - ინგა მამუჩიშვილის განმარტება
    3 კვირის და 3 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რამ შეიძლება ბავშვებში თავის ტკივილი გამოიწვიოს - ეს საკითხი ბევრ მშობელს აინტერესებს.

    ექიმი-პედიატრი ინგა მამუჩიშვილი თემასთან დაკავშირებით გამომწერებისთვის ავრცელებს ინფორმაციას.

    “რა შეიძლება, იყოს ბავშვებში თავის ტკივილის უხშირესი მიზეზი? დიდხანს ყოფნა დახურულ სივრცეში (ჰიპოქსია), ხანგრძლივი მეცადინეობა, გონების დაძაბვა, გაჯეტებთან არარეგლამენტირებული ურთიერთობა, ფიქსირებული ან არასწორი პოზა ჯდომის ან წოლის დროს, რაც ართულებს სისხლძარღვებში სისხლის მიწოდებას, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ემოციური და ინფორმაციული სტრესი, ტემპერატურის მატება, პარანაზალური წიაღების ანთებითი პროცესი ! თუ ჩივილი ხშირია, აუცილებლად მიმართეთ ექიმს ჯანმრთელობა ჩვენს პატარებს…“,-წერს ექიმი-პედიატრი.