სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • EURO 2024-სთვის WIZZ AIR-ი საქართველო-გერმანიის ფრენებს ამატებს

    EURO 2024-სთვის WIZZ AIR-ი საქართველო-გერმანიის ფრენებს ამატებს
    3 კვირის და 3 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქუთაისი-გერმანიის მიმართულებით პირდაპირი ფრენების რაოდენობა გაიზრდება. Wizzair-ის ცნობით, ფეხბურთის მოყვარულები უპრობლემოდ შეძლებენ საქართველოს ნაკრების თამაშებზედასწრებას.

    რეგულარული რეისების გარდა, Wizz Air-მა 18, 22 და 26 ივნისს ქუთაისიდან გერმანიის, ხოლო19, 22 და 27 ივნისს გერმანიიდან ქუთაისის მიმართულებით დამატებითი რეისები ჩანიშნა.

    ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომლებსაც სურთ, მხარი დაუჭირონ ეროვნულ გუნდს EURO 2024-ზე, შეუძლიათ, შეიძინონ ბილეთები ფიქსირებული ფასით, Wizz Air-ის ვებსაიტისა დაავიაკომპანიის მობილური აპლიკაციის მეშვეობით. თითოეული რეისი 199 ევრო ეღირება.