სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ანი ყიფშიძე და გიორგი ნაზღაიძე ბათუმში ერთად არიან დაფიქსირებულები.
ამ და სხვა თემებზე ანი ყიფშიძემ "პრაიმ ტაიმთან" ინტერვიუში ისაუბრა.
"საერთოდ ვაპირებდი ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გამეკეთებინა, მაგრამ ბათუმი არც ისე დიდია, არაერთ კლუბში ვიყავი, გიორგიც იქ აღმოჩნდა, შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს. ჩვეულებრივი მომენტია, შესაძლებელია ქუჩაშიც შევხვდეთ ერთმანეთს, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ გამარჯობა არ ვუთხრა?", - თქვა ანიმ.
ამის შესახებ კომენტარი ანის მეგობარმაც გააკეთა.
"გუშინ მე და ანი ერთად ვიმყოფებოდით იმ კლუბში, სადაც გიორგიც იყო. ჩვენ აქ ვართ საქმიანი ვიზიტით ჩამოსულები. ასევე ვცდილობთ ნატალის ის სტრესი ავარიდოთ თავიდან რაც ამ სამი თვის მანძილზე მის გარშემო ხდებოდა. ანი აქ გიორგისთან არ ჩამოსულა, თან ახლავს ოჯახი. ბათუმში გვაქვს შეხვედრები, გადაღებები ამიტომ მსგავს დამთხვევას ველოდებოდით, მაგრამ ასე თუ წარმართავდნენ ნამდვილად არა. პროექტი დასრულდა, ცხოვრება გრძელდება, არაფერი იმალება და ვფიქრობ ამ რეალობას უნდა შევეჩვიოთ, სიკეთის კეთებაც უნდა დაგვაცადოთ. ისედაც ამდენი ცუდი ჩვენზე ორი დღის წინ ცუდად აისახა, ავარიაში მოვხვდით", - ამბობს ანის მეგობარი.