სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაჩუქარმა ბინამ ჩემი ცხოვრება შეცვალა. მინდა ბედნიერება ვუსურვო" - რას იხსენებს 9 აპრილის გმირი, ლელა ვეფხვაძე

    "ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაჩუქარმა ბინამ ჩემი ცხოვრება შეცვალა. მინდა ბედნიერება ვუსურვო" - რას იხსენებს 9 აპრილის გმირი, ლელა ვეფხვაძე
    3 კვირის და 3 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გიორგი გასვიანის გადაცემა „სიცრუის დეტექტორი“ 9 აპრილს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს მიეძღვნა.

    ამ ემოციურმა გადაცემამ საზოგადოების ყურადღება და მოწონება დაიმსახურა.

    9 აპრილისთვის მიძღვნილი გადაცემა ამ დღის მთავარი გმირების სტუმრობით ჩატარდა, რომლებმაც სხვადასხვა ამბები გაიხსენეს.

    ქალბატონი ლელა ვეფხვაძე:

    „ბინა მიყიდა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. მე ვცხოვრობდი ქირით და უკვე ხელშეკრულებაც გაფორმებული მქონდა და ორი წელი კიდე უნდა მეცხოვრა. როცა კოვიდის პირველი პერიოდი დამთავრდა დამირეკა დიასახლისმა, რომ უნდა გავყიდო და დაცალე ბინაო. ეს ჩემთვის იყო შოკი, რადგან კიდევ ორი წელიწადი მშვიდად უნდა მეცხოვრა. გარდა ქირის გადახდისა, მე ყველგან ვერ მივალ, მეტროსა და სახლს შორის სიარული ჩემით უნდა მოვახერხო. მე საერთოდ სოციალური ქსელის დიდი მომხმარებელი არასდროს არ ვყოფილვარ და იმდენად დიდი შოკი იყო, რომ დავწერე „როდემდე, ხომ შეიძლება ჩემი კატეგორიის ადამიანებს ჰქონდეთ ბინა და არ მოუწიოთ, რომ ვიღაცამ უთხრას დაცალე და წადი აქედან“. ამ სტატუსზე შევიძინე მეგობრები, რომლებიც სოციალური ქსელით მიგროვებდნენ ფულს, რომლებიც დაუკავშირდნენ ბიძინა ივანიშვილს და მან გამოხატა სურვილი, რომ ჩემთვის ეყიდა ბინა“