სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "კინაღამ გოგოებს დაბადების დღეები აუკრძალეს, მერე ბიჭები ერთმანეთს კლავენო" - ბაია პატარაია

    "კინაღამ გოგოებს დაბადების დღეები აუკრძალეს, მერე ბიჭები ერთმანეთს კლავენო" - ბაია პატარაია
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბაია პატარაია ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება.

    "კაცმაცურო კაცურო" არ გვეყოფოდა ვითომ, ისე შემოგვაპარეს "კოჩუნა ირო კოჩუნა". ამაზე მეტი ფალოცენტრულობა რა გინდა, ერო?! ამ კვირაში კინაღამ გოგოებს დაბადების დღეები აუკრძალეს, მანდ ბიჭები მერე ერთმანეთს კლავენო.

    პატრიარქატი გუგუნებს, პატრიარქატი მოედინება და ხან ქალებს შეიწირავს და ხანაც კაცებს, თუმცა, ეს ძეგლების დადგმას და სიმღერების შეთხზვას ხელს არ უშლის.

    არსად დაგეკარგოთ ეგ ტოქსიკური და შხამიანი "კაცურობა", "ვაშკაცა" ალტ-ინფო, რაინდი ვასაძე და ოცნებას გამოყოფილი სირკაცების მოძრაობა", - წერს უფლებადამცველი სოციალურ ქსელში.