სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “რვა საათი სცემდა, შემდეგ პლედი გადააფარა, ჭამა დაიწყო და დაელოდა როდის მოკვდებოდა” - ყაზახეთის ყოფილმა მინისტრმა ცოლი სასტიკად მოკლა

    “რვა საათი სცემდა, შემდეგ პლედი გადააფარა, ჭამა დაიწყო და დაელოდა როდის მოკვდებოდა” - ყაზახეთის ყოფილმა მინისტრმა ცოლი სასტიკად მოკლა
    3 კვირის და 1 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ასტანაში, სკანდალური სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა ცოლი სასტიკად მოკლა.

    გარდაცვლილის მეგობარმა აიდა ახმედინამადაადასტურა, რომ იცოდა ბიშიმბაევი ცოლს სისტემატურად სცემდა. სალტანატ ნუკენოვას მეგობარი ჰყვება , რომ ქალს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ღამღამობით ძილის საშუალებას არ აძლევდა, 24/7-ზე აიძულებდა, მასთან ყოფილიყო და სრულიად უმიზეზოდ შეურაცხყოფას აყენებდა.

    სასამართლოზე წარმოდგენილი იყო მოწმის მიმოწერა დაღუპულ ქალთან სოციალურ ქსელში, სადაც მოკლული სალტანატი მეგობარს წერს, რომ ქმრის ეშინია, რომ ბიშიმბაევს ის მანიაკალურად უყვარს, ამასთან, წერს, რომ ქმარმა აიძულა კომპრომატად ინტიმური შინაარსის ვიდეო ჩაეწერა, რათა თუ ქალი მისგან წასვლას გადაწყვეტდა, ამით დაეშანტაჟებინა.

    წინა სასამართლო სხდომებზე უკვე დაიკითხა სასამართლო ექსპერტი, რომლის დასკვნაც შოკის მომგვრელია.