სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სიახლე ავტობუსით მოსარგებლეთათვის - რა ცვლილება იგეგმება 13 აპრილისთვის

    სიახლე ავტობუსით მოსარგებლეთათვის - რა ცვლილება იგეგმება 13 აპრილისთვის
    2 კვირის და 5 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კახი კალაძემ სატრანსპორტო სისტემაში მიმდინარე ცვლილებების შესახებ ისაუბრა.

    "13 აპრილიდან, გამოთავისუფლებული ავტობუსები დაემატება სხვადასხვა მიმართულებებს, რათა მოცდის დრო კიდევ უფრო შევამციროთ და ადამიანებს 40-50 წუთი არ უწევდეთ ავტობუსის გაჩერებებზე ლოდინი.

    გამოთავისუფლებული ავტობუსები მიმართული იქნება 304 მარშრუტზე, მოცდის დრო შემცირდება 15 წუთამდე, 307 მარშრუტზე მოცდის დრო შემცირდება 12 წუთით, 311 მარშრუტზე 14 წუთამდე, 315-ზე 15 წუთამდე, 339-ე მარშრუტზე 6 წუთამდე, 351-ე მარშრუტზე 10 წუთამდე, ხოლო 385-ე მარშრუტზე 10 წუთამდე შემცირდება მოცდის დროს.

    2018 წელთან შედარებით, ხაზზე მომუშავე ავტობუსების რაოდენობა, დღეის მონაცემებით, 27%-ით არის გაზრდილი, ხოლო მგზავრთა ტევადობა 65%-ით, დაახლოებით 21 000-ზე მეტი მგზავრით", - განაცხადა კახა კალაძემ.