სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: “ვეუბნებოდი შენს უკან დგას ქვეყანა-თქო” - ბუდუ ზივზივაძის დედა შვილზე

    VIDEO: “ვეუბნებოდი შენს უკან დგას ქვეყანა-თქო” - ბუდუ ზივზივაძის დედა შვილზე
    2 კვირის და 4 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბუდუ ზივზივაძის პოპულარობა ბოლო დროს განსაკუთრებით გაიზარდა.

    მან თავი განსაკუთრებულად გამოიჩინა საქართველო - ლუქსემბურგის თამაშზე, სადაც 2 გოლით მოგვაგებინა.

    ბუდუს დედა ერთ-ერთ გადაცემაში შვილზე საუბრობს და მის ბავშვობასა და განვლილ ცხოვრებას იხსენებს:

    „ბავშვობიდან ვეუბნებოდი, რომ თუკი შენ ფეხბურთი პროფესიულ გზად აირჩიე, შენს უკან დგას ქვეყანა-თქო, აბა შენ იცი – სულ ამას ვეუბნებოდი. ის 120 წუთი ჩემთვის 120 საუკუნე იყო... მადლობა ბუდუს და ბიჭებს, ყველას.

    ბავშვობაში წყნარი იყო, ახლაც წყნარი და მშვიდია, ცეკვა გამოძახილია იმისი, რაც გააკეთა... ცეკვაზე დადიოდა ცოტა ხანი. ძალიან პატარა იყო ჭადრაკზე შევიყვანე და საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა.

    ერთი ხელით ბუდუ მიმყავდა ფეხით ვარჯიშზე და მეორე ხელში შეშა მეჭირა. მიუხედავად 90-იანი წლების საშინელი პირობებისა, ერთი ვარჯიშიც არ გაგვიცდენია.

    ეს იყო მისი ოცნება, სიყვარული, რაშიც ხელი შევუწყვე და არ მეგონა, ამდენს თუ მიაღწევდა“