სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • როგორ დავიმახსოვროთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია სწრაფად - 5 რჩევა

    როგორ დავიმახსოვროთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია სწრაფად - 5 რჩევა
    2 კვირის და 4 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბევრ ადამიანს ძალიან უჭირს მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაციით დამახსოვრება.

    გონების სავარჯიშოდ არსებობს 5 რჩევა, რომლის გათვალისწინებაც დაგეხმარებათ, რომ ნელ-ნელა ტვინი ამ ინფორმაციის დამახსოვრებას მიაჩვიოთ:

    გააკეთეთ ჩანაწერები ფურცელზე: კვლევებმა აჩვენა, რომ ხელნაწერი ჩანაწერები გვეხმარება ინფორმაციის გაგებასა და დამახსოვრებაში უფრო მეტად, ვიდრე კლავიატურაზე აკრეფა და დოკუმენტის შენახვა.

    განავითარეთ ჩანაწერების გაკეთების უნარები: დააკვირდით, როგორი ჩანაწერებია თქვენთვის ყველაზე მეტად მოსახერხებელი. ზოგიერთს, მთლიანი წინადადებების დაწერა ეხმარება დამახსოვრებაში, ზოგს კი, მნიშვნელოვანი ფრაზებისა თუ ტერმინების. დააკვირდით საკუთარ თავს და ამის შემდეგ აირჩიეთ თქვენი ჩანაწერების ფორმატი.

    გაანაწილეთ მასალა: დროში გაანაწილეთ თქვენი სასწავლო სესიები, რათა შინაარსიანად ისწავლოთ.

    სწავლა, ძილი, მეტი სწავლა: საკმარისად გამოიძინეთ, რადგან ის აძლიერებს მეხსიერებას და აუმჯობესებს აკადემიურ მოსწრებას.


    შეცვალეთ თქვენი პრაქტიკა: თუ გსურთ რაიმე სწრაფად შეისწავლოთ, მეცადინეობისას, სცადეთ მცირე ცვლილებების შეტანა, თანაც ყოველ ჯერზე.