რამდენიმე თვის წინ, ინგა გრიგოლიამ მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ჰკითხა, თუ რატომ უღებდნენ მას პირადი ცხოვრების კადრებს.
"ჩემს ცხოვრებაში არსებობს ყველაზე ტრაგიკული ამბავი რომელმაც მთლიანად თავდაყირა დააყენა ჩემი ფსიქიკაც, ჩემი მდგომარეობაც, ჩემი ყველაფერი... ეს იყო როდესაც აღმოვაჩინე რომ ჩემი პირადი ცხოვრების კადრები იყო გადაღებული თქვენი ხელისუფლების დროს. მე მინდა გკითხოთ ბატონო მიშა, სულ ვამბობდი, სადაც ვნახავ სააკაშვილს, ეთერში თუ ეთერს მიღმა ეს კითხვა უნდა დავუსვა მეთქი. რატომ მიღებდნენ თქვენი ხელისუფლების დროს ჩემს საძინებელში? რომელი საქართველოს ჯაშუში და მტერი იყო ინგა გრიგოლია? საძინებელში კამერებს მიმონტაჟებდნენ, რომელიც მერე ოცნებამ გამოიყენა ჩემს დასაშანტაჟებლად", - ჰკითხა გრიგოლიამ სააკაშვილს.