სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რუსეთი უტევს აბსოლუტურად ყველაფერს - ზელესნკი

    რუსეთი უტევს აბსოლუტურად ყველაფერს - ზელესნკი
    2 კვირის და 3 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად, უკრაინამ უნდა მიიღოს ყველაფერი, რასაც პარტნიორები დაჰპირდნენ.

    “მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა პარტნიორმა შეასრულოს დანაპირები იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც ჩვენი შეთანხმებები ერთობლივი წარმოების შესახებ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

    მან აღნიშნა, რომ უკრაინას, უპირველეს ყოვლისა, სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები, რადგან ოკუპანტები ბომბავენ ხარკოვს, ოდესას, ნიკოლაევს, ზაპოროჟიესა და სხვა ქალაქებს.

    “მადლობას ვუხდი თითოეულ ლიდერს, რომელიც გვისმენს და მზად არის დაგვეხმაროს სხვა პარტნიორებთან კომუნიკაციაში, რათა საბოლოოდ უკრაინამ მიიღოს საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც დაგვეხმარება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

    ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2022 წლის თებერვალში არსებულ ვითარებასთან შედარებით, უკრაინას უკვე აქვს თანამედროვე დასავლური იარაღი, ის თავად აწარმოებს 155 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს და შორ მანძილზე მოქმედ დრონებს.

    “მაგრამ ეს ჯერ არ არის საკმარისი, რადგან რუსეთი უტევს აბსოლუტურად ყველაფერს. ამიტომ ჩვენ გვჭირდება დახმარება ყველა ამ მიმართულებით“, - დასძინა მან.