სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “პუტინს მხოლოდ სიტყვები ვერ შეაჩერებს, უკრაინისადმი სამხედრო მხარდაჭერა უნდა დავაჩქაროთ” - ბორელი

    “პუტინს მხოლოდ სიტყვები ვერ შეაჩერებს, უკრაინისადმი სამხედრო მხარდაჭერა უნდა დავაჩქაროთ” - ბორელი
    2 კვირის და 3 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს, რომ პუტინს მხოლოდ სიტყვებით ვერ შეაჩერებენ.

    ბორელის თქმით, 22 აპრილს დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე გაბედულ გადაწყვეტილებებს ელოდება.

    “გუშინ რუსეთმა ისევ განახორციელა ბარბაროსული დარტყმა უკრაინაზე მისი ხალხისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. მხოლოდ სიტყვები პუტინს ვერ შეაჩერებს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მეტი სამხედრო მხარდაჭერა. 22 აპრილის საბჭოს სხდომის წინ, დღეს მე მივწერე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს. ჩვენ უნდა დავაჩქაროთ და გავაფართოოთ უკრაინისადმი სამხედრო მხარდაჭერა. ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები რუსეთის რაკეტების გასანადგურებლად, ქალაქებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. დახმარებას სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, მნიშვნელობა ექნება.

    გაბედულ გადაწყვეტილებებს ველი 22 აპრილის ევროკავშირის საგარეო და თავდაცვის მინისტრების დმიტრო კულებასთან და რუსტემ უმეროვთან საერთო შეხვედრაზე. ევროკავშირი უკრაინას ყველაფერს მიაწვდის, რაც საჭირო იქნება“, – წერს ბორელი.