სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “რუსეთს არასდროს უთქვამს უარი უკრაინასთან უთანხმოების მშვიდობიან დარეგულირებაზე” - პუტინის განცხადება

    “რუსეთს არასდროს უთქვამს უარი უკრაინასთან უთანხმოების მშვიდობიან დარეგულირებაზე” - პუტინის განცხადება
    2 კვირის და 3 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „თქვენ იცით, რომ ჩვენ არასდროს გვითქვამს დავების მშვიდობიან დარეგულირებაზე უარი. მეტიც, ჩვენ სწორედ ამისკენ ვიყავით მომართული. ჩვენ არ დაგვიწყია ეს ომი 2014 წელს. ყველაფერი უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებით დაიწყო.

    როგორც იცით, შემდეგ დასავლეთის ზეწოლით უკრაინულმა მხარემ უარი თქვა ამ შეთანხმებებზე. შეგახსენებთ, მაშინ ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ უკრაინა ვერ მოაწერს ხელს დოკუმენტს „საფეთქელთან მიდებული იარაღით“, საჭიროა კიევიდან ჯარების გაყვანა. ჩვენ ეს გავაკეთეთ. როგორც კი ეს გავაკეთეთ, ჩვენი შეთანხმებები სანაგვეზე მოისროლეს

    ახლა დააყენეს შვეიცარიაში რაღაც კონფერენციის გამართვის იდეა. ჩვენ იქ არ გვეპატიჟებიან. მეტიც, მიაჩნიათ, რომ ჩვენ იქ არაფერი გვესაქმება და ამავე დროს ამბობენ, რომ ჩვენ გარეშეც ვერაფერს გადაწყვეტენ. ვინაიდან ჩვენ იქ არ მივდივართ, ამბობენ, რომ ჩვენ უარს ვაცხადებთ მოლაპარაკებებზე. ჩვენ არ დავუპატიჟებივართ და ამბობენ, რომ ჩვენ უარს ვამბობთ. სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ მოლაპარაკებებს ვემხრობით, ოღონდ არა ჩვენთვის რამე სქემების თავს მოხვევის ფორმატში, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო რეალობასთან.”

    აღნიშნული განცხადება პუტინმა გააკეთა. მან თქვა, რომ უკრაინასთან კონსტრუქციული ურთიერთობისთვის მზადაა.