სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ლაზარე გრიგორიადისს 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - რა კომენტარს აკეთებს ლაზარეს დედა

    ლაზარე გრიგორიადისს 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - რა კომენტარს აკეთებს ლაზარეს დედა
    2 კვირის და 3 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გასულ წელს რუსული კანონის საწინაანღმდეგო აქციისას ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

    ლაზარეს 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

    „ჩვენ მოლოდინი გვქონდა, რომ ეს განაჩენი დადგებოდა. მის ნამუსზე იყოს ის, რაც გააკეთა და წინ დახვდეს ყველა ის კეთილი საქმე, რაც გაუკეთებია ჩვენს მოსამართლეს. აქედან მივდივართ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. მერე შევთანხმდებით და მივმართავთ ყველა ინსტანციას!” - ამბობს ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე.