სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: „ყველა თამაშის წინ ძალიან ვნერვიულობ და სპაზმური ხველა მეწყება...“ - ნაკრების ექიმის განცხადება

    VIDEO: „ყველა თამაშის წინ ძალიან ვნერვიულობ და სპაზმური ხველა მეწყება...“ - ნაკრების ექიმის განცხადება
    3 კვირის და 2 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ნაკრების ექიმმა დავით ხარაბაძემ 26 მარტის ისტორიულ თამაშზე, ემოციებსა და დაძაბულობაზე ისაუბრა:

    „ვინერვიულე, თან ძალიან, მე ყველა თამაშზე ვნერვიულობ, ხიზანას ჰკითხეთ – თამაშის დროს სპაზმური ხველა მეწყება და ხიზანა მეკითხება-ხოლმე: შენ ხომ არ გჭირდება სამედიცინო დახმარებაო. ყოველთვის ასეა, განსაკუთრებით ლუქსემბურგთან და საბერძნეთათან მატჩის დროს – გადამწყვეტი თამაში იყო.

    პენალტებამდე, იძულებული ვიყავი, როგორც ექიმი იქ ვყოფილიყავი, სხვანაირად არ გამოდიოდა. პენალტების სერიაზე ვერ გავძელი, „ბენჩის“ უკან ვიყავი ჩაცუცქული და ხალხის რეაქციით ვხვდებოდი – შევაგდეთ თუ არა.

    როდესაც მიქაუტაძემ ვერ გაიტანა, ვერ გავძელი და გასახდელში ჩავედი, იქ გავიგე ყიჟინა და მივხვდი, რომ მოვიგეთ, შემდეგ ამოვედი. მე მყავს ბრწყინვალე სამედიცინო სტაფი, დიდი მადლობა გიორგი ჩანგელიას, თენგიზ გულბიანს, მიშა აბრამიშვილს და გიორგი ბჟალავას, სამედიცინო თვალსაზრისით, ამ წარმატების 90 % მათი დამსახურებაა. მოედანზე მე გამოვდივარ და მე ვჩანვარ, თორემ ჩემს უკან დიდი ძალა დგას“,- დავით ხარაბაძე.

    ნახეთ ვრცლად: