სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "კანცლერმა დაადასტურა, რომ მსგავსი კანონპროექტი არის ევროკავშირშიც, ოღონდ არც ერთი მოსწონს და არც მეორე" - რა კომენტარს აკეთებს რატი იონათამიშვილი ოლაფ შოლცის განცხადებაზე

    "კანცლერმა დაადასტურა, რომ მსგავსი კანონპროექტი არის ევროკავშირშიც, ოღონდ არც ერთი მოსწონს და არც მეორე" - რა კომენტარს აკეთებს რატი იონათამიშვილი ოლაფ შოლცის განცხადებაზე
    2 კვირის და 6 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებას ეხმაურება.

    "აბა, რუსული კანონიო?! შოლცმა, იმედია, არც ევროკავშირში დაინიცირებულ კანონს მივიღებთ და არც საქართველო მიიღებს იგივე კანონსო. ანუ, კანცლერმა დაადასტურა, რომ მსგავსი კანონპროექტი არის ევროკავშირშიც, ოღონდ არც ერთი მოსწონს და არც მეორე.

    მის მიუხედავად, ფაქტია, რომ ევროპაშიც დაინიცირებულია და საქართველოშიც. განსხვავება ერთია, იქ განიხილავენ და ჩვენ, თურმე, ულაპარაკოდ, უარგუმენტოდ და დისკუსიის გარეშე უნდა გავიწვიოთ. ვერ მოგართვით, ასე არ ხდება. საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და ის, რაც შეუძლიათ ევროპელებს, შეგვიძლია ჩვენც! ღირსეული პასუხი გასცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა!"