სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმის რეალური საფრთხე არსებობს - ამას თეთრი სახლი ადასტურებს

    ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმის რეალური საფრთხე არსებობს - ამას თეთრი სახლი ადასტურებს
    2 კვირის და 5 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თეთრი სახლი ადასტურებს, რომ ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმის რეალური საფრთხე არსებობს.

    აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა:

    „ჩვენი ძალები მზად არიან ნებისმიერ დროს და ნებისმიერი სცენარის წინააღმდეგ."

    ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ ისრაელი ყურადღებით აკვირდება, რა ხდება ირანში და სხვადასხვა ასპარეზზე და მუდმივად ემზადება არსებულ და პოტენციურ საფრთხეებთან გამკლავებისთვის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციაში.