სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • უახლოეს 24 საათში, შესაძლოა, ირანი ისრაელს თავს დაესხას - რა ინფორმაციას ავრცელებს CBS

    უახლოეს 24 საათში, შესაძლოა, ირანი ისრაელს თავს დაესხას - რა ინფორმაციას ავრცელებს CBS
    2 კვირის და 4 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    CBS აშშ-ის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანმა, შესაძლოა, უახლოეს 24 საათში ისრაელზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელოს, მათი თქმით, თავდასხმა ისრაელის სამხედრო ობიექტებზე იქნება მიმართული და შესაძლოა 100-ზე მეტი უპილოტო თვითმფრინავი და ათობით რაკეტა ჩაერთოს.

    შესაძლო თავდასხმა იქნება შურისძიება პირველ აპრილს დამასკოში, ირანის საკონსულოს შენობაზე განხორციელებული ავიაიერიშზე, სადაც დაიღუპა ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) შვიდი წევრი, მათ შორის, მაღალი რანგის ოფიცრები.
    IRGC-ის დაღუპული წევრების დაკრძალვაზე შეიარაღებული ფორმირების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა მოჰსენ რეზაიმ განაცხადა, რომ ისრაელზე შურისძიების გადაწყვეტილება მიღებულია და აუცილებლად შესრულდება. ირანის უზენაესმა ლიდერმა, ალი ხამენეიმ პირობა დადო, რომ შურისძიებას იძიებს თავდასხმისთვის.

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ხუთშაბათს გააფრთხილა ისრაელში მცხოვრები ამერიკელები და ურჩია, არ იმოგზაურონ დიდ ქალაქების გარეთ. ქვეყანაში დიპლომატიურ ჩინოვნიკებს ავალებენ, დაელოდონ ბრძანებებს.

    ასევე, მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მათ შორის აშშ, საფრანგეთი, პოლონეთი, ინდოეთი და რუსეთი, საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, რომ უახლოეს მომავალში თავი შეიკავონ ისრაელში მოგზაურობისგან.
    CBS-ის მიერ გამოკითხული სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ისრაელის საჰაერო თავდაცვას გაუჭირდება მოსალოდნელი მასშტაბის შეტევის მოგერიება. მათი პროგნოზით, შესაძლებელია მნიშვნელოვანი ზარალი, რაც გამოიწვევს კონფლიქტის მკვეთრ ესკალაციას ისრაელსა და ირანს შორის.

    დამასკოში ირანის საკონსულოს დაბომბვაზე ისრაელს პასუხისმგებლობა არ აუღია, მაგრამ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ მიუთითა ისრაელის დაზვერვაზე, რომელიც ამტკიცებდა, რომ შენობა არ იყო საელჩოს ნაწილი, არამედ იყო „ყუდსის ძალების" სამხედრო შენობა, რომელიც შენიღბულია, როგორც სამოქალაქო შენობა დამასკოში“. „ყუდსის ძალები“ არის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საგარეო ოპერაციების დანაყოფი, რომელიც აშშ-ის მიერ კლასიფიცირებულია, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია.

    „ვაშინგტონ პოსტი“ კი წერს, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ისრაელის თავდაცვის მინისტრთან, იოავ გალანტთან საუბრისას უკმაყოფილება გამოხატა, რომ ვაშინგტონი არ იყო ინფორმირებული პირველ აპრილს დამასკოში, ირანის საკონსულოს შენობაზე განხორციელებული ავიაიერიშის თაობაზე.

    თეირანმა არაბული ქვეყნების მეშვეობით შეტყობინება გაუგზავნა ვაშინგტონს, რომ ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტში თუ ჩაერევა, რეგიონში ამერიკულ ძალებს თავს დაესხმებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას „აქსიოსი” აშშ-ის მთავრობის სამ წევრზე დაყრდნობით ავრცელებს.

    გამოცემა წერს, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის საუბარში ბრიტანეთის, გერმანიისა და ავსტრალიის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებთან გზავნილები მიანიშნებდა, რომ ირანელები მიმართული არიან შეზღუდული პასუხისკენ, რომელიც არ გამოიწვევს რეგიონულ ესკალაციას.