სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “პოლიციაზე და საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდებული ადამიანი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, რაც არის მისი “ნაცური“ გადაწყვეტილება“- მამუკა მდინარაძე

    “პოლიციაზე და საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდებული ადამიანი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, რაც არის მისი “ნაცური“ გადაწყვეტილება“- მამუკა მდინარაძე
    2 კვირის და 4 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თაობაზე განუცხადა, რომ პოლიციაზე და საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდებული ადამიანი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, რაც არის მისი “ნაცური“ გადაწყვეტილება.

    მდინარაძის თქმით, როდესაც იწყალებ პოლიციელზე და საკუთარ მამაზე თავდამსხმელს, ეს უკვე შენი პოლიტიკური მრწამსის შემადგენელი ნაწილია და სალომე ზურაბიშვილმა „ნაცური“ გადაწყვეტილება მიიღო.

    “არა მხოლოდ პოლიციაზე ძალადობაში, არამედ ოჯახურ ძალადობაში, საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდებული ადამიანი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, რაც არის მისი ნაცური გადაწყვეტილება, მეტი არაფერი. როდესაც იწყალებ პოლიციელზე და საკუთარ მამაზე თავდამსხმელს, ეს უკვე შენი პოლიტიკური მრწამსის შემადგენელი ნაწილია და არ უნდა დაგვავიწყდეს წინა პერიოდში ვინ შეიწყალა, მის შეწყალებულთა სია გაიხსენეთ და ამით უკვე დასკვნები ადვილი გამოსატანია“, - აღნიშნა მდინარაძემ.