სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “დავარტყამთ ნებისმიერს, ვინც დაგვარტყამს” - ნეთანიაჰუ

    “დავარტყამთ ნებისმიერს, ვინც დაგვარტყამს” - ნეთანიაჰუ
    2 კვირის და 3 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განცხადა, რომ ისინი მზად არიან ნებისმიერს დაარტყან, ვინც მათ დაარტყამთ.

    “ჩვენ დავიცავთ თავს ყოველგვარი საფრთხისგან და ამას გავაკეთებთ ცივსისხლიანად და მტკიცედ“, - აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

    ისრაელის თავდაცვით ძალებში დაადასტურეს, რომ ირანმა ისრაელის წინააღმდეგ დრონების გამოყენებით თავდასხმა დაიწყო

    “ცოტა ხნის წინ ირანმა თავისი ტერიტორიიდან ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა“, - ნათქვამია თავდაცვითი ძალების განცხადებაში.

    ისრაელის არმიაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ყველა სამიზნეს აკონტროლებენ.

    ამერიკულმა ტელეკომპანია CBS News-მა გასულ კვირას ამერიკულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ისრაელი და აშშ დარწმუნებულნი არიან, რომ სირიაში ირანის საკონსულოზე სარაკეტო დარტყმის შემდეგ, ირანი ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო ზომებისთვის ემზადება.