სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ისრაელზე ირანის თავდასხმის დროს აშშ-ის ძალებმა 70-ზე მეტი დრონი და, სულ მცირე, სამი ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს” - CNN

    “ისრაელზე ირანის თავდასხმის დროს აშშ-ის ძალებმა 70-ზე მეტი დრონი და, სულ მცირე, სამი ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს” - CNN
    2 კვირის და 3 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    CNN- ის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელზე ირანის თავდასხმის დროს აშშ-ის ძალებმა 70-ზე მეტი დრონი და, სულ მცირე, სამი ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს.

    მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ დაეხმარა ისრაელს ირანის მიერ გაშვებული თითქმის ყველა დრონისა და რაკეტის ჩამოგდებაში.

    ჯო ბაიდენის თქმით, საჰაერო თავდასხმა ისრაელის სამხედრო ობიექტებზე განხორციელდა.

    ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

    დანიელ ჰაგარის თქმით, რაკეტების უმეტესობა საჰაერო თავდაცვის სისტემის მეშვეობით ჩამოაგდეს, ძირითადად ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ.

    მთლიანობაში ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი დრონი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.