სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “7 წლის ბავშვი მძიმედ დაშავდა...” - ისრაელი პირველი დაზარალებულების შესახებ ცნობებს ავრცელებს

    “7 წლის ბავშვი მძიმედ დაშავდა...” - ისრაელი პირველი დაზარალებულების შესახებ ცნობებს ავრცელებს
    2 კვირის და 4 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ისრაილური მედიის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელზე ირანის თავდასხმის შედეგად, 7 წლის ბავშვი მძიმედ დაშავდა, რომელსაც თავში ირანული ჭურვების მოსაგერიებლად გაშვებული რაკეტის ნამსხვრევი მოხვდა..

    როგორც ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახური ამბობს, სულ 35 გამოძახება იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც თავშესაფრებისკენ მიმავალ გზაზე მცირეოდენი დაზიანებები მიიღეს.

    ისრაელის თავდაცვითი ძალების ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ 100-ზე მეტი ირანული დრონი უკვე ჩამოგდებულია.

    მანამდე ისრაელის თავდაცვით ძალებში დაადასტურეს, რომ ირანმა ისრაელის წინააღმდეგ დრონების გამოყენებით თავდასხმა დაიწყო.

    გაეროში ირანის მისიამ განაცხადა, რომ ისრაელზე თავდასხმა შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს.